საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილზე



საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხეში შეშვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მისი ვიზიტი აუცილებელია, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შიმშილობის გამო, საკმაოდ გართულებულია.

"საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.