ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს



სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმისთვის ციხეში ვიზიტზე უარს განცხადების "არასწორად დაწერით" ხსნის.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, უწყებაში ამბობენ, რომ ექიმი ერთ თვიან ულიმიტო შესვლაზე უფლებას ითხოვს და ეს პროცედურულად არასწორია.

"ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება პირადი ექიმის მხრიდან იყო არასწორად დაწერილი. მე ვთხოვე მათ, რომ დაუკავშირდნენ და აუხსნან რა პროცედურებია დასაცველი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე, ელოდებიან ოფიციალურ მიმართვას. მე არ მინახავს [ნიკოლოზ ყიფშიძის] განცხადება, პენიტენციური ამბობს, რომ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. თითოეულ შესვლაზე უნდა დიაწეროს ცალ-ცალკე განცხადება, ეს არის მიზეზი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.