ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ



დევნილთა სააგენტო ბათუმში, განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღებას აგრძელებს. ბათუმში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 27 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;

გორი სამების ქუჩა N1;

რუსთავი, კოსტავას ქ.N20.