შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი არ დამანახა - გია ვოლსკი ენმ-ს აქციაზე



გია ვოლსკმა განაცხადა, რომ ენმ-ს გუშინდელ აქციაზე მას შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დაანახა.

"აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი არ დამანახა. რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც დააბიჯეს ფეხი ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სისხლი ადინეს, გაცილებით მეტია საქართველოში, ვიდრე შეკრებილები" - განაცხადა გია ვოლსკმა.