პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკვე კიევში არიან.
“მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ”, – დაწერა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ტვიტერზე.