პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს – კრამონი ღარიბაშვილზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით იგივეა, როცა ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალია.

“პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალი იყო. ეს რა, მსხვერპლის დადანაშაულებაა?! გულწრფელი რომ ვიყო, შოკირებული ვარ, რადგან ვერ წარმომედინა, რომ ვინმეს ასე შეეძლო ფაქტების ინტერპრეტაცია.

როდესაც აგრესორი თავს გესხმის, კლავს, ანადგურებს, აუპატიურებს, აწამებს შენს მოქალაქეებს, უბრალო მოსახლეობას და ამაში მათ ადანაშაულებ, უბრალოდ იმიტომ რომ არსებობენ, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია.

ის, რაც საქართველოს მთავრობისგან, განსხვავებით ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, ვნახეთ, თავსატეხია. რეზოლუციებში რუსეთი არ მოიხსენიება, ამის პარალელურად კი  ხდება „უკანა კარის“ შეთანხმებები რუსეთთან უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ. მე ვერ ვხედავ მათ მიერ სანქციებზე შეერთებას, საპირისპიროდ ამისა, ისინი ცდილობენ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას, რათა აგრესორთან ერთად „ფული იშოვონ”, – ამბობს კრამონი.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!