დღის სიახლეებისიახლეები

ქობულეთსა და ბათუმს შორის დამატებითი ავტობუსი დაინიშნა

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით და უკუმიმართულებით დამატებით ავტობუსი დაინიშნა. რეისი დღეში სამჯერ, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:30-მდე შესრულდება. ავტობუსი ადგილობრივი მოსახლეობისა  და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების  მოთხოვნით  დაემატა. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ავტობუსში, მგზავრობის ღირებულება ოფიციალურად 80 თეთრი დაწესდა. როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირების ხელმძღვანელი, მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად მიიღეს.

მუნიციპალური ავტობუსი ყოველდღე ქობულეთის სადგურიდან გავა და საღამოს ქობულეთის ავტოსადგურშივე დაასრულებს მოძრაობას.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!