პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

რუსეთმა დაბლოკა ჩვენი ყველა საზღვაო პორტი – ზელენსკი

რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს – ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.

“რუსეთმა დაბლოკა ჩვენი ყველა საზღვაო პორტი, იმ გემებთან ერთად, რომლებიც უკვე დატვირთულია საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი შიმშილს ხედავენ, როგორც მათ იარაღს. იარაღს ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ხალხის წინააღმდეგ. როგორც დომინირების იარაღს.

“ჩვენი ექსპორტის გარეშე, ეს არ არის მხოლოდ დეფიციტი, არამედ შიმშილის საფრთხე აფრიკისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში. რადგან იქნება პროდუქციის დეფიციტი და ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს ფაქტია. ახლა უკრაინაში თესვის დროა ჩვენი მოსავლისა და ინფრასტრუქტურის განადგურება მიზანმიმართულად იწვევს სასურსათო კრიზისს. და რა მოხდება ამ კრიზისის შედეგად? მინიმუმ – პოლიტიკური ტურბულენტობა, მაქსიმუმ – ძალადობის აფეთქება.  რუსეთი შიმშილს იყენებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომის პირველივე დღეებიდან. ყველაზე უარესი ვითარება მარიუპოლშია” – განმარტა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!