პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს

შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს შესაბამისი განცხადებით ქვეყანა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მიმართვას აპირებს.

“უკრაინასთან, სხვა წევრ ქვეყნებთან და გაერო-ს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეერთებული შტატები აპირებს მოითხოვოს რუსეთის გარიცხვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. 

გაეროს წევრმა 140-მა ქვეყანამ უკვე მისცა ხმა, რომ დაეგმოთ რუსეთის არაპროვოცირებული ომი და მის მიერ წამოწყებული ჰუმანიტარული კრიზისი.

ჩემი გზავნილი ამ 140 ქვეყანას: ფოტოები ბუჩადან და ნგრევა მთელს უკრაინაში მოითხოვს, რომ ახლა ჩვენი სიტყვები მოქმედებას შევუსაბამოთ.

არ შეიძლება უფლება მივცეთ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენთვის ძვირფას ყველა პრინციპს არღვევს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი იყოს.

რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია ამ ორგანოში და არც უნდა მივცეთ უფლება გამოიყენოს თავისი ადგილი საბჭოში პროპაგანდის ინსტრუმენტად, რათა მათ ამტკიცონ, რომ ლეგიტიმურ შეშფოთებას გამოხატავენ ადამიანის უფლებების შესახებ”,-დაწერა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!