დღის სიახლეებისაზოგადოებასიახლეები

”თავის არეში ნატყვიარები ეტყობათ” – სამართალდამცველებმა 55 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემზარავი ამბავი ( უკრაინა )

კიდევ ერთი საერთო სასაფლაო ბუჩაში – უკრაინელმა სამართალდამცველებმა 55 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. დაღუპულთა შორის არიან ქალები, მცირე წლოვანი ბავშვები, 2 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი სამართალდამცველი.

“55 ცხედარი უკვე ამოვთხარეთ. 48 მათგანი დამიზნებით მოკლულია, თავის არეში ნატყვიარები ეტყობათ, 7 კი დაბომბვის დროს დაიღუპა. ეს საერთო სასაფლაოა. ასევე, ამ სასაფლაოდან რამდენიმე ასეულ მეტრში ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი ვიპოვეთ. ეს ცხედრები დამწვარი იყო. ასევე აღმოვაჩინეთ ორი უკრაინელი ჯარისკაცისა და ერთი პოლიციელის ცხედარი, რომლებიც ბუჩას იცავდნენ. აქაა გოსტომელში დაღუპული ადამიანების ცხედრებიც. ჩვენთან ერთად სამედიცინო ექსპერტები და კრიმინალისტები იმყოფებიან. ვედებით, დაღუპულების იდენტიფიკაცია მალე მოხდეს”, – თქვა ექსპერტმა. ( ფოტო არქივი )  

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!