პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

თითოეულმა ჩვენგანმა ნახა ბუჩაში დაღუპული მოქალაქეების გავრცელებული საშინელი კადრები – ნატოს გენერალური მდივანი

მოქალაქეების დამიზნებით მოკვლა სამხედრო დანაშაულია – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

“თითოეულმა ჩვენგანმა ნახა ბუჩაში დაღუპული მოქალაქეების გავრცელებული საშინელი კადრები. ასევე იმ ადგილების კადრები რომელსაც რუსეთი რამდენიმე დღე აკონტროლებდა. მსგავსი საშინელების მომსწრე, ევროპა რამდენიმე ათწლეულია არ ყოფილა. მოქალაქეების დამიზნებით მოკვლა სამხედრო დანაშაულია. ყველა ფაქტი უნდა გამოაშკარავდეს და დამნაშავეები უნდა გასამართლდეს. ნატოს წევრი ქვეყნები მხარს  უჭერენ გამოძიების პროცესს მათ შორის გაერო და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო. უკრაინული არმია სასტიკ ბრძოლაში უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლს იბრუნებს და რუსეთის სამხედრო გეგმებს ანადგურებს.” განაცხადა სტოლტენბერგმა.

 “ჩვენ დავინახეთ რუსული არმიის კიევის ოლქიდან გასვლა, შეიარაღების განახლება. მობილიზება და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე ყურადღების გადატანა. მომდევნო კვირაში რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ახალ შეტევებს ველოდებით. შეეცდებიან უკრაინის ამ ნაწილის აღებას და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდის გახსნას. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან უკრაინას დაეხმარონ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო და სხვა სახის სამხედრო დახმარებით. 
მოკავშირეები ასევე გაზრდიან ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინას ასევე დავეხმარებით კიბერ უსაფრთხოების სფეროში, რათა თავიდან აიცილოს ქიმიური და ბიოლოგიური ზეწოლა. 
ველოდები რომ გადავწყვეტთ მეტი გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ. მათ შორის საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინისთვის. ხვალ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. ის ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ხვალინდელ მინისტერიალს ფინეთის, შვედეთის, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.” განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!