გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21:00 საათიდან 13 მაისის 21:00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: +15; +20 გრადუსი
ღამით: +8; +13 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: +18; +23 გრადუსი
ღამით: +5; +10 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 მაისს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
რაც შეეხება ამინდის გრძელვადიან პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში ორშაბათიდან, 16 მაისიდან, კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.