თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ( ფოტო არქივი )