პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა შვებისა და იმედის ნაცვლად ახალი სისასტიკე გამოავლინა – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, ტრადიციულ აუდიენციაზე ბუჩადან გამოგზავნილი უკრაინის დროშა აღმართა.

“უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა შვებისა და იმედის ნაცვლად ახალი სისასტიკე გამოავლინა. ეს არის ბუჩას ხოცვა-ჟლეტა. სისასტიკე, რომელიც სულ უფრო შემზარავი ხდება, თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ. ესენი არიან მსხვერპლნი, რომელთა უდანაშაულო სისხლი ზეცას შესძახის და ევედრება: “შეაჩერეთ ეს ომი!” შეწყვიტეთ სიკვდილისა და განადგურების თესვა” – აცხადებს რომის პაპი.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!