დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოებაშემთხვევა

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა?

მამაკაცი, რომელმაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, საბავშვო ბაღთან ცოლი დაჭრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმალვა სცადა, რომან ბერიძეა.

ცოლ-ქმარს შორის კამათი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც ქალი ბავშვთან ერთად სახლიდან წავიდა. დღეს კი, როცა მან მცირეწლოვანი შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქმარი მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა.

თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებულმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სცადა, თუმცა რომან ბერიძე პოლიციამ მალევე დააკავა.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!