ხმაური იყო ფოთის საკრებულოში – სხდომა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს. ოპოზიცია ამბობს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად შედგენილი სოციალური პაკეტი მწირია.