ბათუმში, კონსერვატიული პარტიის ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ ოფისს წითელი საღებავი შეასხა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
ოფისიდან პარტიის წევრებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს აქტივისტს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგა ქადიძე უარყოფს რუსეთთან კავშირს და აცხადებს რომ პარტია ბიზნესმენების შემოწირულობებით ფინანსდება.